TVR Mobile BETA
გაეცანით აპლიკაციის ყველა შესაძლებლობას
ფაილის ზომა: ~56MB | Android 5.0+
ბოლო განახლებები
არხების სწრაფი გადართვა
პირდაპირი ეთერის ყურებისას, ახლა უკვე შესაძლებელია მიმდინარე არხის შეცვლა ეკრანზე ხელის ზემოთ ან ქვემოთ გასმით.
განახლდა: 18 იანვარი, 2026
აქტიური პაკეტის ინფორმაცია
პარამეტრების სექციაში დაემატა ინფორმაცია თქვენი მიმდინარე აქტიური პაკეტის შესახებ.
განახლდა: 18 იანვარი, 2026
აპლიკაციის სრული გზამკვლევი
პირველი ნაბიჯები: რეგისტრაცია
აპლიკაციის სრულფასოვნად გამოსაყენებლად აუცილებელია ვებ გვერდზე იყოთ რეგისტრირებული და გქონდეთ ნებისმიერი პაკეტი გააქტიურებული M3U ფლეილისტის ბმულის დამატება აპლიკაციის შიგნით არ არის საჭირო ვებ გვერდზე ტქვენი რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით და პაროლით გაივლიტ ავტორიზაციას.
- გაიარეთ რეგისტრაცია.
- გააქტიურეთ ნებისმიერი სამომხმარებლო ან კორპორატიული პაკეტი.
- ვებ გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია.
📺 პირდაპირი ეთერი და არქივი (Catch-up)
ნახეთ თქვენი საყვარელი არხები რეალურ დროში. იმ არხებისთვის, რომლებსაც აქვთ არქივის მხარდაჭერა, შეგიძლიათ გადაახვიოთ და უყუროთ ბოლო რამდენიმე დღის გადაცემებს.
Live Archive🎬 ფილმების და სერიალების ბიბლიოთეკა
თუ თქვენი ფლეილისტი შეიცავს ფილმებსა და სერიალებს, ისინი გამოჩნდება სპეციალურ "ფილმების" განყოფილებაში. ისიამოვნეთ მდიდარი კოლექციით ნებისმიერ დროს.
❤️️ფავორიტი არხები
მარტივად დაამატეთ ხშირად ნანახი არხები ფავორიტებში. არხის სიაში, დააჭირეთ და გააჩერეთ სასურველი არხი, რათა გამოჩნდეს "ფავორიტებში დამატების" მენიუ. თქვენი რჩეული არხები ერთ სივრცეში მოიყრის თავს.
🕒 ყურების ისტორია
აპლიკაცია ავტომატურად ინახავს თქვენს მიერ ნანახი არხების ისტორიას, რათა მარტივად შეძლოთ მათთან დაბრუნება. ისტორიის გასუფთავება შესაძლებელია "პარამეტრების" გვერდიდან.
აპლიკაციის ვიზუალი
არხების სია კატეგორიებით
ფლეიერი არქივის ფუნქციით
ფავორიტი არხების სექცია
ფილმების დათვალიერება
ყურების ისტორია
პარამეტრები
ხშირად დასმული კითხვები
რატომ არ მუშაობს ზოგიერთი არხი?
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: არხის ბმული მოძველებულია, სერვერი დროებით გათიშულია, ან არხზე მოქმედებს გეოგრაფიული შეზღუდვა. პრობლემა, როგორც წესი, TVR Digital პროვაიდერის მხარესაა, აუცილებელია მიმართოთ ადმინისტრაციას
როგორ განვაახლო არხების სია?
თუ ჩვენ განვაახლებთ არხებს , თქვენთან აპლიკაციის ახლიდან გახსნის დროს ისინი ავტომატურად განახლდება .